ფესტივალი „ფოლკლორის დღეები“ დასრულდა

ფესტივალი „ფოლკლორის დღეები“ ბათუმში დასრულდა.

ღონისძიებების ბოლო დღეს მაყურებლის წინაშე ანსამბლ „ბერმუხას“ უხუცესი მოცეკვავეები წარდგნენ.

ძლიერი წვიმის მიუხედავად, ანბანის კოშკთან სცენაზე ადგილობრივებთან საკმაოდ ბევრი ტურისტიც იყო.

ფესტივალის ფარგლებში 25 კონცერტი ჩატარდა.