მარნეულის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო ფესტივალს „ერთიანი კავკასია“ მასპინძლობს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ღია „ვორკშოპები“ და კინოთეატრი. აქტივობებში ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. ღონისძიება მარნეულში მეცხრედ იმართება. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან მოყოლებული ფესტივალმა უმასპინძლა ათასობით მონაწილეს და გააერთიანა 500-ზე მეტი მუსიკოსი მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნიდან.