ფესტივალი „ჩვენებურები“ თურქეთში

თორნიკე რიჟვაძე თურქეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და საერთაშორისო ფესტივალ „ჩვენებურების“ საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა. აჭარის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას, რაც მისივე თქმით, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს.