ფესტივალი “ბეჩა ყირამალა”

ზემო რაჭაში ქართველი პოეტი და მუსიკოსი, ბორის გუგეშაშვილი გაიხსენეს. ოჯახის წევრებმა მუსიკოსის სახელობის ფესტივალის ჩატარების ადგილად საკაურას ხეობის სოფელი მაჟიეთი შეარჩიეს, სადაც პოეტმა ემიგრაციიდან დაბრუნების შემდგომი წლები გაატარა.

ფესტივალის სახელწოდება „ბეჩა ყირამალაც“ ბორის გუგეშაშვილის ყველაზე პოპულარული კომპოზიციიდან არის აღებული. ფესტივალი ადგილობრივ მეწარმეთა ნაკეთობების გამოფენით დაიწყო და კონცერტით დასრულდა.

თათია ბუხრაშვილი იმყოფებოდა მაჟიეთში.