ფესტივალი არტ-გენი 2023

ეთნოგრაფიულ მუზეუმში არტ-გენის თბილისის ტური გრძელდება. მაყურებლების წინაშე ფოლკლორული ანსამბლები „ურმული“,  „დიდგორი“ და „სამშაბათი“ წარდგნენ. დღე ნინო ქათამაძისა და „ინსაითის“ კონცერტით დასრულდა.

შეგახსენებთ, ფესტივალი 1-ელ ივლისს, პანტიანის ტბაზე გაიხსნა და 30 ივლისს ნიაზ დიასამიძის საღამოთი დასრულდება.