ფესტივალ „საჩუქარის“ 27-ე სეზონი გაიხსნა

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი 27-ე სეზონს იწყებს. „საჩუქარი“ რუმინეთის კრაიოვას ნაციონალური თეატრის სპექტაკლით გაიხსნა. სოფოკლეს ცნობილი ტრაგედიის – „ოიდიპოს მეფე” ქართული პრემიერა დღეს „სილკ ფექტორი“ სტუდიოში შედგა. სპექტაკლის რეჟისორი ბრიტანეთის იმპერიისა და საფრანგეთის სახელმწიფო ორდენების, ასევე ვენეციის ბიენალეს ოქროს ლომის მფლობელი , ბრიტანელი რეჟისორი – დეკნალ დონელანია. ფესტივალი 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება და არაერთი ღონისძიება ჩატარდება.