ფერმერებს, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა არ გააჩნიათ, ტექნიკური აღჭურვილობის შეღავათიანი პირობებით შეძენის შანსი ეძლევათ.
მთავრობის ახალი პროგრამა მექანიზაციის თანადაფინანსებას ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტექნიკის თვითღირებულების ნახევარს ფერმერი, ნახევარს კი სახელმწიფო გადაიხდის.
წლების განმავლობაში სწორედ მიწების დასამუშავებლად და ვენახების მოსავლელად საჭირო ტექნიკის დეფიციტი იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აგროვადების დაცვა და მოსავლის აღება გვიანდებოდა.
მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, როგორ უნდა გახდეს მსურველი ახალი პროგრამის მონაწილე.