ფერმერების პროტესტის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება.
საფრანგეთში დაწყებული გამოსვლები ქვეყნის ფარგლებს გასცდა და ევროპის რამდენიმე ქვეყანა მოიცვა. მთავარი მოთხოვნაა, რომ უკრაინიდან და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვები და რეგულაციები დაწესდეს. აქციების მონაწილეები მიწების ახალი წესებით დამუშავების შესახებ მომზადებული კანონპროექტის უკან გაწვევასაც ითხოვენ. პროტესტის ფორმები სულ უფრო მძიმდება – ჩახერგილია გზები და პორტები. რამდენიმე ქვეყანაში დაწყებული დემონსტრაციების გამო ევროკომისია დათმობაზე წავიდა, თუმცა კომპრომისი აგრარული სფეროს წარმომადგენლებისთვის საკმარისი არ არის. გამოსვლები გრძელდება.