ევროპელი ფერმერების პროტესტი არ წყდება.
მღელვარებამ და მასშტაბურმა აქციებმა ამჯერად პოლონეთი და ჩეხეთი მოიცვა. საგაზაფხულო სამუშაოების ნაცვლად ფერმერებს საკუთარი უფლებების დაცვა უწევთ. დემონსტრანტები ევროკომისიის მიერ მიღებულ გარემოსდაცვით ახალ რეგულაციებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და „მწვანე შეთანხმებაში“ მათ მიერ ინიცირებული შესწორებების შეტანას ითხოვენ. პროტესტის მიზეზია უკრაინული სასურსათო პროდუქციის იმპორტზე დაწესებული შეღავათებიც, რაც ევროპულ ბაზარზე არათანაბარ პირობებს ქმნის.