რძის პრუდუქტების ქართველი მწარმოებლები ბაზარზე არსებულ პრობლემებზე ალაპარაკდნენ.
მეწარმეები არაკონკურენტულ გარემოზე მიანიშნებენ და ხელისუფლებისგან დარგის ხელშეწყობას ითხოვენ. ფერმერები ამბობენ, რომ იმპორიტირებული პროდუქციის წილი წლიდან წლამდე მკვეთრად იზრდება, რაც ადგილწარმოშობის ნედლ რძეზე მოთხოვნას ამცირებს. მწარმოებლებს ეტიკეტირების კუთხით არსებული პრობლემაც აწუხებთ.