„მოამბე“ 15 საათზე, 12 მაისი, 2019 #LIVE
▶ ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.
▶ თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

▶ საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კვიპროსში არ შეუშვეს, საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტაციას არ ფლობდნენ.

▶ 12 მაისს, წმ. ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე – იმედის დღე აღინიშნება.

მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი ეკურთხა.