მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს.
ტაძრებში დილიდან წირვა აღევლინა. სამებაში ღვთისმსახურება პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ აღავლინა. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარიამობის მარხვის გამო ეს დღე თევზით ხსნილია.