ფემინისტური ტური ქუთაისში

8 მარტთან დაკავშირებით, ქუთაისში ფემინისტური ტური გაიმართა.

მონაწილეებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად, ოპერის თეატრიდან მესამე სკოლამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. ისაუბრეს ცნობილ ქალბატონებზე, მოგვიანებით კი, მათი სახელობითი დაფა გაიხსნა.