ფეხბურთი საქართველოს პირველ არხზე

გლაზგოში, საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას შოტლანდიასთან გამართავს.

ჩვენი ეროვნული გუნდი ოთხი ქულით ჯგუფში მეორე ადგილზეა, შოტლანდია კი უდანაკარგოდ ლიდერობს. აქამდე გუნდები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ – 2 მატჩი საქართველომ მოიგო, ორიც შოტლანდიამ. შოტლანდია-საქართველოს მატჩი „ჰემპდენ პარკზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მანამდე თბილისში დედაენის ბაღში 21:00 საათზე დაიწყება 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის წარდგენის ოფიციალური ღონისძიება, რომლის ნახვაც პირდაპირ ეთერში ასევე საქართველოს პირველი არხზე იქნება შესაძლებელი.