19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს, ბრალს დღეს წაუყენებენ. სამართალდამცველებმა სულ 17 პირი აიყვანეს, ისინი ამ წუთისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში იმყოფებიან. დაკავებულებს შორის არიან სპორტსმენები. ამასთან, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ სამი არასრულწლოვანი აიყვანა.
დიღმის მთავარ სამმართველოსთან იმყოფება ხათუნა გაგნიძე – დაიწყო თუ არა ბრალის წარდგენის პროცედურა და რას აცხადებენ დაკავებულების ადვოკატები.