ფეხბურთელების საპროტესტო აქცია გორში. კლუბი სამაჩაბლო, ვარჯიშის მიზნით, სტადიონზე შეშვებას ითხოვს. სამაჩაბლო, ღია ლიგის თასზე, მე-5 ლიგაში ასპარეზობს. თამაშებს უმეტესად საოკუპაციო ხაზთან ატარებს.
ახალგაზრდა სპორტსმენებმა 2017 წელს თბილისის ღია ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავეს. კლუბი ხან ქართლის, ხან გორის ხელოვნურსაფრიან სტადიონზე ვარჯიშობდა, თუმცა, ვარჯიშის გაგრძელების ნებართვა მას უკვე აღარ აქვს.
არაერთი დაპირების მიუხედავად, სპორტსმენების პრობლემა დღემდე მოუგვარებელი რჩება. ჩემპიონატი კი მალე იწყება.