„ფეისბუქმა“ საქართველოსთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 ანგარიში, 122 ჯგუფი და „ინსტაგრამის“ 56 ანგარიში წაშალა. სოციალური ქსელის ანგარიშში ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები, აღნიშნული მედიაპლატფორმით, საზოგადოების ფართო მასებისთვის ინფორმაციას ავრცელებდნენ და ამისთვის იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ყალბი ანგარიშების შექმნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.