„ფეისბუქის“ მიერ გარკვეული ანგარიშების გაუქმებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან
„ფეისბუქის“ მიერ გარკვეული ანგარიშების გაუქმებას, დღეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი გამოეხმაურა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ უკვე წლებია, ხელისუფლება სოციალურ ქსელებს დაპირისპირებისთვის იყენებს, თუმცა, საკითხის შესწავლა აქამდე არ მომხდარა.
დაფინანსების წყაროს გამოვლენას ითხოვს მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი. მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. პოლიტოლოგთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ყალბი გვერდების შექმნა, შესაძლოა, არა უშუალოდ მთავრობის ჩართულობით, არამედ ხელისუფლების მხარდამჭერების მხრიდან ხდებოდა.
ექსპერტთა ნაწილი ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი სხვა გვერდების დაბლოკვის საჭიროებაზეც მიუთითებს. მმართველ პარტიაში კი ამ თემაზე, ჯერჯერობით, საპასუხო განცხადება არ გაკეთებულა.