ევროკავშირმა და გაერომ სირიის ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად და ქვეყნის რეაბილიტაციისთვის მეტი ფინანსური დახმარება უნდა გამოყონ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
სოფიაში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა ევროკომისარმა ყურადღება ჟენევის მოლაპარაკებებზეც გაამახავილა. მისი თქმით, სირიის, როგორც სახელმწიფოს მომავლისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ოპოზიციასა და მთავრობას შორის ჟენევაში მოლაპარაკებები გაგრძელდეს.
მოგერინიმ სირიის კონფლიქტის შესახებ ჩანიშნული კონფერენციის აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი. კონფერენცია ბრიუსელში 24-25 აპრილს გაიმართება.