FBI-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებით ემუქრება
FBI-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე დონალდ ტრამპს საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებით ემუქრება.
როგორც ამერიკული პრესა იუწყება, ენდრიუ მაკკეიბს, რომელიც აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროდან რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს, გააჩნია დოკუმენტები, რომლებიც ტრამპის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმესთან კავშირს ადასტურებს.
ანონიმური წყაროები ამტკიცებენ, რომ საუბარია ტრამპისა და მაკკეიბის საუბრების ჩანაწერებზე. გავრცელებული ცნობით, ეს ინფორმაცია აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის გამოძიებაზე მომუშავე სპეცპროკურორ რობერტ მიულერს უკვე გადაეცა.