სასტიკი ომი უდიდესი ადამიანური დანაკარგით, ათასობით დანგრეული ქალაქით და მოსახლეობისთვის მიყენებული ტანჯვით – დღეს ისტორიული თარიღია.
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 79 წელი გავიდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 74 ადამიანი ცხოვრობს. დღეს მათი ნაწილი კიკვიძის პარკში შეიკრიბა. ვეტერანებმა მილოცვები მიიღეს და ექვსწლიან ომთან დაკავშირებული მძიმე ისტორიები და ბრძოლის ველზე დაღუპულები გაიხსენეს. საქართველომ საომარი მოქმედებების დროს 300 000-მდე ადამიანი დაკარგა.
თბილისთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების თარიღი აღნიშნეს რეგიონებშიც.