78 წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და ფაშიზმზე გამარჯვებიდან.
1945 წელს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც საომარი მოქმედებების დროს ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღეს – ომში საქართველოდან წასული 700 000 ადამიანიდან, თითქმის ნახევარი უკან ვეღარ დაბრუნდა. ომის მძიმე დღეების გასახსენებლად ქართველი ვეტერანები ამჯერად კიკვიძის პარკში შეიკრიბნენ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა ერთჯერადად 1000-ლარიანი, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა კი 500-ლარიანი დახმარება მიიღეს.