ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების საქმე

უკანონოდ მოპოვებული ფარული ვიდეოჩანაწერის გავრცელების ბრალდებით დაკავებული ზურაბ სოლომნიშვილის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრა.

საუბარია გუშინდელ განჩინებაზე, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ სოლომნიშვილს პატიმრობა მიუსაჯა.

ადვოკატმა საჩივარი უკვე შეიტანა.

შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე სულ 17 პირი დააკავეს, მათგან სამი სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობაში იმყოფება, 14 კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.