ცემენტის შემოწმების საგანგაშო შედეგები. 21 კომპანიის 29 დასახელების ნაწარმიდან, საქართველოში მოქმედი სტანდარტი, მხოლოდ 6 კომპანიის 9 ნაწარმმა დააკმაყოფილა.
კვლევა საქართველოს ცემენტის ასოციაციამ ჩაატარა. ასოციაციაში აცხადებენ, რომ ფარული მოკვლევის შედეგები უკვე გადაეგზავნა ეკონომიკის სამინისტროს. ასოციაციის ინფორმაციით, ახლა აუცილებელია მწარმოებელი კომპანიების დაჯარიმება და ბაზრიდან შეუსაბამო პროდუქციის ამოღება.