ფარული აუდიოჩანაწერები და პოლიტიკური შეფასებები

ფარული ჩანაწერების მორიგი სერია.

ამჯერად განხილვის თემა მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ფარული აუდიო-მასალაა. საგამოძიებო უწყება ჩანაწერს 6 ივლისით ათარიღებს და ამტკიცებს, რომ ეს არის ერთ-ერთი იმ სამი ფაილიდან, რომელიც პროკურატურას პენიტენციური სამსახურის თანამშრომელმა მიაწოდა. ჩანაწერში მმართველ გუნდზე განაწყენებული მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ამჯერად ხელისუფლების შანტაჟის გზებზე და „ნაციონალური მოძრაობისგან“ მიღებულ შეთავაზებაზე ესაუბრება. თუ ამ ჩანაწერს დავეყრდნობით, „რუსთავი 2“-ს მიერ კვირას გამოქვეყნებულ ფარულ მასალაში სუბელიანის მიერ ნახსენები უკანონო ქმედებები სიცრუეა და მათ ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამა ხელისუფლების დასაშანტაჟებლად იყენებს.

გამოძიებას პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ამ დრომდე არ დაუკითხავს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატიმარს გუშინ თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა, ოფიციალურად დადასტურდა.

სალომე ქოქიაშვილი განაგრძობს საუბარს.