საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტში მთავარი პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას მოითხოვს.
გავრცელებული ფარული ჩანაწერის გამო ბიუროს დღევანდელმა სხდომამ ურთიერთბრალდებების და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.
ოპონენტების აზრით, აუდიომასალამ პასუხი გასცა კითხვას, რატომ არ აკავებდნენ ხორავას ქუჩის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამას თვეების განმავლობაში.
გამოქვეყნებული აუდიომასალის შინაარსის სიმძიმეზე მმართველი გუნდის ლიდერთა ნაწილიც მიუთითებს, თუმცა დეპუტატები ფიქრობენ, რომ ახლა ყველა კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.