პარტია „ევროპული საქართველო“ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩატარების მომხრეა და მიაჩნია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ამ პროცესის დაწყება აუცილებელია. ხელისუფლების ოპონენტები განმარტავენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტირების რაოდენობა მკვეთრად დაბალია. ოპონენტების განცხადებას, ჯანდაცვის უწყებიდან უპასუხეს, სადაც განმარტავენ, რომ ქვეყანაში მიზნობრივი ტესტირება ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს პროცესი საჭიროების შესაბამისად გაგრძელდება, რადგან ყველა შესაძლო შემთხვევის დადგენა დროულად მოხდეს.