პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, არ შეუწყვიტოს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა, პოლიტიკურ სპექტრში კიდევ უფრო მეტი შეკითხვაა გააჩინა. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ 19 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც 20 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ სალომე ზურაბიშვილს ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისთვის შესაბამისი დასკვნა გადაუგზავნა, პრეზიდენტმა ბრძანებულებას ხელი აღარ მოაწერა.