ეზიდების დღესასწაული

ეზიდები დღეს ერთ-ერთ მთავარ დღესასწაულს, აიდა ეზიდს ზეიმობენ. ის  დეკემბრის პირველ პარასკევს აღინიშნება. დღესასწაულს წინ უსწრებს სამდღიანი მარხვა სულთან ეზიდის პატივსაცემად, რომელიც ყველა ეზიდისთვის სავალდებულოა. ეზიდთა თემის წარმომადგენლები დღეს თბილისის მთავარ ეზიდურ ტაძარში შეიკრიბნენ. მსახურების შემდეგ ახლადშექმნილი ოთხენოვანი პორტალის, ეზიდი.ჯი-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც ეზიდების შესახებ ინფორმაცია, ისტორიული დოკუმენტები, ფოტომასალა და სხვა დოკუმენტებია თავმოყრილი. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიაც, სიგელები გადაეცათ მოქალაქეებს, რომლებმაც ეზიდური კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში წვლილი შეიტანეს. საზეიმო ღონისძიებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.