ხვალ, პირველი არხის ეთერში პირველად მოისმენთ სიმღერას, რომლითაც ქართველი კონკურსანტი „ევროვიზია 2020“-ზე საქართველოს წარადგენს.
აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საკონკურსო ნომრის სცენოგრაფიაზეც. ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებულ თორნიკე ყიფიანს 40 კონკურენტი ეყოლება. სიმღერის და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია.