საქართველოს პირველმა არხმა ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი დაასახელა.
განხილვის შედეგად გამოვლინდა ჯგუფი, რომელიც 2022 წელს ევროფესტივალზე წარდგება. ევროვიზიის წლევანდელი პროექტი ორიგინალური კონცეფციით გამოირჩევა და ჯგუფის წევრების ვინაობაც საზოგადოებისთვის ეტაპობრივად გახდება ცნობილი, რაც სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია. „კოვიდ-19“-ის პანდემიიდან გამომდინარე, წელს პროექტების შიდაშერჩევა გაიმართა, პირველი არხის სამხატვრო საბჭომ და მუსიკალურმა პროდიუსერებმა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს.