ზუსტად 5 საათი რჩება „ევროვიზია 2019“-ის პირველ ნახევარფინალამდე.
„ექსპო თელ ავივის“ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. დღეს იქ, 7 000 მაყურებელს ელოდებიან. ყველა ბილეთი გაყიდულია. შოუს რეპეტიციები დილიდან მიმდინარეობს, ჟურნალისტები კი, მონაწილეებს პრეს ცენტრში ხვდებიან. ოთო ნემსაძე მე-11 ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას – „სულ წინ იარე“.
რა ხდება ახლა თელავივში, ამას მარიკა შალიკაშვილი გვეტყვის.
ევროვიზია