ევროვიზიაზე წელს საქართველო განსაკუთრებულად იქნება წარმოდგენილი.
ქართველი კონკურსანტის, ოთო ნემსაძის გარდა ისრაელში კიდევ ერთი ქართველი მომღერალი მიემგზავრება. ის თამთა გოდუაძეა, რომელიც პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე კვიპროსის სახელით იმღერებს. მომღერალი 16-წლიანი აქტიური საშემსრულებლო კარიერით, უკვე წლებია საბერძნეთსა და კვიპროსში მოღვაწეობს.