ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართა. სესიას ესწრებოდა საპარლამენტო დელეგაცია საქართველოდან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ტრიბუნა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხის შესახებ განცხადებებისთვის გამოიყენა, რასაც სესიაზევე უპასუხა უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ და ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. ევროსაბჭოს ზამთრის საპარლამენტო სესიაზე, ქვეკომიტეტმა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.