ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დღეს რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.
საკითხზე დებატები გაიმართება. რუსული მხარის განცხადებით, მისთვის უფლებამოსილების შეჩერების არგუმენტები არ არსებობს. განსხვავებულია საქართველოს, უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების პოზიცია. არგუმენტებად მათ ოკუპაცია, ანექსია, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტები მოჰყვათ.
ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.