ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიას საქართველო არ დასწრებია

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნის ცერემონიას საქართველოს დელეგაცია არ დასწრებია. მიზეზი ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებაა. საქართველოსთან ერთად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას არ დაესწრნენ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის და უკრაინის დელეგაციის წევრები.

შეგახსენებთ, უკრაინის დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად უარი თქვა საშემოდგომო სესიაში მონაწილეობაზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის თქმით, ის, რომ უკრაინის დელეგაცია ორგანიზაციის საშემოდგომო სესიას არ ესწრება, სამწუხარო ფაქტია. ეს განცხადება მან სტრასბურგში გააკეთა, სადაც დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია გახსნა.