ქართული პოლიტიკური სპექტრი ევროსაბჭოს ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეცაა საუბარი. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის საქმე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე ახდენს გავლენას, ამიტომ მათივე თქმით, რაც უფრო მალე მოხდება ყოფილი პრეზიდენტის სხვა ქვეყანაში გადაყვანა, მით უფრო მალე ფოკუსირდება ქვეყანა მნიშვნელოვან გამოწვევებზე.
უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საერთაშორისო ორგანიზაციაში პარტიული ინტერესი გაატარა. რეზოლუციაში ვკითხულობთ: „ასამბლეა მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში და სხვა ქვეყნებში და გათავისუფლდნენ ისინი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი“.