ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე საქართველოს პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიიდან გააგრძელებს.
დეპუტატებმა უნდა გადაწყვიტონ შემდეგი საკითხები – სახალხო დამცველის არჩევა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და ცესკო-ს თავმჯდომარის და წევრების არჩევა. რამდენიმე მიმართულებით კი უმრავლესობა ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება, ოპოზიციურ სპექტრში ფიქრობენ, რომ მთავარი გამოწვევა დეპოლარიზაციაა, მეორე ნაწილი კი იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტმა რეკომენდაციების ნაწილი უკვე შეასრულა.