როგორ სრულდება ევრორეკომენდაციები და რა მოლოდინი აქვს საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
ევროკავშირის მხარესთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ვენეციის კომისიაში უკვე გაიგზავნა კანონპროექტები, რომელიც 12 რეკომენდაციის შესასრულებლად განიხილა საქართველოს პარლამენტმა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან არიდების სამოქმედო გეგმა.
შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტებისა და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასებას სთხოვს.