„ევროპულმა საქართველომ“ ცესკოში გიგი უგულავას კანდიდატურა დაარეგისტრირა
ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე პარტია ევროპულმა საქართველომ ცესკოში გიგი უგულავას კანდიდატურა ოფიციალურად დაარეგისტრირა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის კანდიდატურა პარტიის წევრმა ლევან თარხნიშვილმა წარადგინა.
ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში თბილისის ყოფილი მერი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.
არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.