ცესკო-ს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს „ევროპულის საქართველოც“. პარტიის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს და ახლა განხილვას ელოდებიან. ოპოზიციური პარტია 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.