ევროპული სკოლის მშენებლობა გრძელდება ლისის ტბის მიმდებარედ. სამუშაო პროცესს დღეს ადგილზე გაეცნენ განათლების მინისტრი და ევროკავშირის ელჩი. აღინიშნა, რომ სასწავლებელი სრულ შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან და მოსწავლეების მიღებას უკვე 2024 წლიდან შეძლებს.
კომპლექსი მოიცავს სკოლისა და საერთო საცხოვრებელ შენობებს, რაგბის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს, ბიბლიოთეკასა და სხვა საგანმანათლებლო სივრცეებს. ევროპული სკოლის დახურული და გარე სასწავლო სივრცეები მოსწავლეებს განსხვავებულ შესაძლებლობას მისცემს, ისწავლონ, იცხოვრონ და თავისუფალი დრო ერთად, ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოში გაატარონ.