ბრძოლის რა სტრატეგიას აირჩევს ოპოზიცია პოსტ-საარჩევნო პერიოდში – ოპოზიციურ სპექტრში სამოქმედო გეგმის გარშემო ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „ევროპული საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულმა 10-პუნქტიანმა გეგმამაც. ბოკერიას პარტიის სტრატეგიის მთავარი ხაზი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე გადის, არჩევნების გაუქმების გზავნილი და ხელისუფლების დამარცხების წინაპირობად სააკაშვილის გათავისუფლების განხილვა კი მცდარ მიდგომად ფასდება. საკონსტიტუციო ცვლილებების არ დამტკიცების შემთხვევაში „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენაც მოუწოდებს.
ამ გეგმას არ ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია, 10-პუნქტიან ხედვას მომხრეები არც სხვა პარტიებიდან გამოუჩნდნენ.