პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანი, საჩხერეში ადგილობრივებს შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. დავით ბაქრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საჩხერე არის „ქართული ოცნებისთვის“ ერთ-ერთი დასაყრდენი რაიონი, ადგილზე გაუსაძლისი მდგომარეობაა. სერგო რატიანის თქმით, პრობლემების მოგვარების გზა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადის.