„ევროპული საქართველოს" სახელით საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერის მოპოვებას დავით ბაქრაძე შეეცდება

„ევროპული საქართველოს” სახელით საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერის მოპოვებას დავით ბაქრაძე შეეცდება. კანდიდატის წარდგენა ქუთაისში, სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე შედგა. დავით ბაქრაძემ პარტიის წევრებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, პოლიტიკური ბრძოლა არა კონკრეტული პირების, არამედ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ იქნება. დავით ბაქრაძემ ქვეყანაში სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

საპარლამენტო უმცირესობის ამჟამინდელი ლიდერი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. 2008-2012 წლებში კი, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.