საარჩევნო კამპანიას განაგრძობს „ევროპული საქართველო“. პარტიის ლიდერმა, მაჟორიტარობის კანდიდატთან – საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანთან ერთად, შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ცვლილებების გეგმა გააცნო და აღნიშნა, რომ „31 ოქტომბერს ის უიმედობა და უპერსპექტივობა დასრულდება, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მოუტანა ქვეყანას“.