„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში ადგილობრივებს კარდაკარის პრინციპით შეხვდა. ირმა ნადირაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ პარტიის მიერ შემუშავებული ცვლილებების გეგმა გააცნო. კანდიდატმა აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ პროგრამა მოიცავს ხედვას, თუ როგორ უნდა დააღწიოს თავი ქვეყანამ თავი მძიმე ეკონომიკურ კრიზისს.