რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. სამგორის #6-ში მცხოვრები მოქალაქეები მუნიციპალიტეტს ბინების დაკანონებასა და კორპუსის შეკეთებას სთხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსში ცხოვრება სახიფათოა. ადგილობრივების პროტესტს „ევროპული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირმა ნადირაშვილი შეუერთდა. ნადირაშვილის მისვლის შემდეგ, ჭყონდიდელის დასახლებაში მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მივიდნენ. ისინი ადგილობრივებს დახმარებას დაპირდნენ.