„ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებულ რეორგანიზაციაზე საუბრობს.
მისი თქმით, ცესკო-ში მიმდინარე პროცესით „ქართულ ოცნებას“ სურს ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში იყოს, რაც გაყალბებისთვის მზადებას ნიშნავს. „ევროპული საქართველო“ მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საკითხზე გაამახვილონ ყურადღება და რეფორმა შეჩერდეს.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლოა. ნათია იოსელიანის თქმით, ცესკო მოქმედებს კანონის შესაბამისად, პროცესები კი არის გამჭვირვალე. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ჩაერთონ პროცესის დაკვირვებაში.