„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას წინასაარჩევნო პროცესში ზეწოლაში ადანაშაულებს. ოპოზიცია ამბობს, რომ გააქტიურდნენ კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირები და ხმების სანაცვლოდ დაკავებული მოქალაქეების ოჯახებს მათ გათავისუფლებაში დახმარებას ჰპირდებიან. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის მეორე ტურის არჩევნებამდე, პარტიაში ამბობენ, რომ მათ საარჩევნო ბანერების გაკვრის უფლება არჩევნებამდე მხოლოდ ოთხი დღით ადრე მისცეს.
ბრალდებებს უპასუხეს მართველ გუნდშიც.